

გორელი ძიუდოისტი ნოდარ კობალაძე (+90 კგ.), ევროპის თასის გამარჯვებულია.
უნგრეთის ქალაქ დიორში გამართულ შეჯიბრზე სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. პოლონეთის, უკრაინის და სერბეთის წარმომადგენლები დაამარცხა, ფინალში ფრანგ სპორტსმენს და კოსტას სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
ცნობისთვის, ნოდარ კობალაძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს