

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ვაჟთა და გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ვაჟთა შორის გამარჯვებული აძვის საჯარო სკოლა გახდა. გოგონათა შორის კი საუკეთესო შედეგი ერედვის საჯარო სკოლის გუნდმა აჩვენა.
გამარჯვებულები სპორტული ღონისძიების მომდევნო, რეგიონულ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც პირველობისათვის შიდა ქართლის სხვა მუნიციპალტეტების საუკეთესო გუნდები იბრძოლებენ.
ცნობისთვის, შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს