გორელი მოკრივე ანა მარგიევი (63 კგ.) ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ქვეყნის ჩემპიონატზე, რომელიც ქუთაისში 19–23 თებერვალს მიმდინარეობდა, გორელთაგან კვარცხლბეკზე დადგომა მძიმეწონოსანმა სანდრო ცერცვაძემაც შეძლო. ცერცვაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.
ამ ჩემპიონატის მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები, რომელიც მონაწილოებას მიიღებს სხვადასხვა რანგის ტურნირებზე და ევროპის ჩემპიონატზე.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი