

გორში მიშიკო კოშკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება 1-ელ დეკემბერს ჩატარდება და ხელოვანის 55 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საღამოს მომღერლის მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები დაესწრებიან.
გაჟღერდება ცნობილი ჰიტები მომღერლის შემოქმედებიდან.
ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
შეგახენებთ, მიხეილ კოშკაძე 1968 წელს, გორში დაიბადა. კოლორიტი მუსიკოსი და მომღერალი 2018 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს