

ბენდი „კანუდოსის“ ორგანიზებით, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე მუსიკოსებმა ახალი პროგრამა წარადგინეს.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, შესრულებული კომპოზიციები ერთ ალბომში მოიყრის თავს და მალე იხილავს მსმენელი.
„ყვავილების ხმაური“ ჩვენი ახალი მუსიკალური ალბომის სახელწოდებაა, რომელზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ალბომში 5 ახალი მუსიკალური ნაწარმოები შევა და სწორედ ეს კომპოზიციები შევასრულეთ“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს