

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგ პრემიერას აანონსებენ.
თანამედროვე რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა მსახიობებთან ერთად, საბავშვო წარმოდგენისთვის სამაგიდო რეპეტიციები უკვე დაიწყო.
როგორც „გორის მაცნეს“ თეატრში განუცხადეს, საპრემიერო ჩვენება ახალი წლის მომდევნო დღეებში გაიმართება.
„3 იანვრიდან, ყოველდღე 17:00 საათზე მაყურებელი „კონკიას“ იხილავს. წარმოდგენა ერთ მოქმედებად გაიმართება. გეტყვით, რომ ბავშვები სპექტაკლის დაწყებამდე არ მოიწყენენ. თეატრის ფოიეში მათ ზღაპრული გარემო, ულამაზესი დეკორაციები და ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები დახვდებიან“, - აცხადებენ თეატრში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს