

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა გარდაბნის თასზე გამართულ ტურნირზე რვა მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან შეჯიბრში პირველი ადგილი ვახტანგ ჭოჭელმა (48 კგ.), ლექსო კაპანაძემ (54 კგ.), ლუკა ბლიაძემ (63,5 კგ.) გიორგი ქურთაულმა (71კგ.) და ცოტნე მაყიშვილმა (51 კგ.) დაიკავეს.
გიორგი მერებაშვილი (26 კგ.), ნიკოლოზ ხარხელი (32 კგ.) და ბექა ბალიაშვილი (52 კგ.) კი შეჯიბრის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
სპორტსმენების მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.
ტურნირი დაბა გაჩიანში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს