

ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა საქართველოს პირველობა კიკბოქსინგში.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები საბა ტერმაკოზაშვილი (63.5 კგ.) და დათა გელაშვილი (71 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილი ლუკა ყეინაშვილმა (67 კგ.) დაიკავა. ნიკოლოზ კოჩუაშვილი (42 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორია.
ოთხივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
კიკბოქსინგში საქართველოს პირველობას ქუთაისმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს