

ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ხუთი - ოქროს, ამდენივე ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირი ოცწლამდელ სპორტსმენებს შორის მიმდინარეობდა.
გორელთაგან პირველი ადგილი გიორგი მაისურაძემ (57 კგ.), საბა ღამბაშიძემ (61 კგ.), ზურა აბალაკმა (65 კგ.), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ.) და საბა ჭულუხაძემ (74 კგ.) დაიკავეს.
მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ.), ნიკოლოზ მაისურაძე (79 კგ.), დაჩი პაპინაშვილი (86 კგ.), კოსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) და ზურა რომელაშვილი (125 კგ.) დაესაკუთრნენ.
ნიკოლოზ ბერიანიძემ (57კგ.) კი შეჯიბრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირი თბილისში ჩატარდა, რომელსაც ოლიმპიური მზადების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს