

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე ოთხი მედალი მოიპოვეს.
ნუგზარ ჩანადირის სახელობის შეჯიბრის გამარჯვებული დავით ჩოჩიშვილი (23 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი დავით რომელაშვილმა (23 კგ.) და მათე თუშიშვილმა (26 კგ.) დაიკავეს.
ტურნირის მესამე ადგილზე კი ანდრია მახარაშვილი (26 კგ.) გავიდა.
სპორტული აქტივობა მცხეთაში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს