გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის მიხედვით მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, რეაბილიტირდება ქსელი და მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სოფელში მცხოვრებ 260-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.