2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
„გამოსაცდელებს შევახსენებთ, რომ, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. მოვუწოდებთ თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (naec. ge) 22 ივნისს გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.