19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ნავარაუდევია სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს - 19 ივნისის დღის ბოლოდან, 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება გორს, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25 , +26 გრადუსსს მიაღწევს, თუმცა, ნალექის მხრივ კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
20-დან 27 ივნისის ჩათვლით, წვიმა და ელჭექი მხოლოდ 21 ივნისს არ არის მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში კი, პერიოდულად, ნალექია მოსალოდნელი.