საზოგადოება
22.06.2026 11:28
სოფელ კოშკებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 1800-მეტრიან გზის მონაკვეთს უტარდება და პროექტის მიხედვით მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

„წლებია, კოშკების მოსახლეობას უგზოობა გვაწუხებს. ვერ ამოდის ტრანსპორტი, განსაკუთრებით ზამთარში გვექმნება პრობლემა - თოვლის და ყინულის გამო გვიჭირს გადაადგილება. ახლა კი, ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი, ყველაზე საჭირბოროტო საკითხი მოგვარდება, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და დადებითად გადაჭრა საკითხი“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა კოშკებში მცხოვრებმა ცირა ოლგესაშვილმა.
კვირის ამბები