საზოგადოება
23.06.2026 11:11
რეხის საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია უტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საბავშვო ბაღის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება საბავშვო ბაღის შენობა და მოეწყობა კეთილმოწყობილი ეზო, რაც აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
კვირის ამბები