გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება და პროექტი 400-მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განხორციელება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრატსრუქტურული პრობლემა მოგვარდა.