უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აბიტურიენტებს დალოცავს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აბიტურიენტებს კვირას, 28 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დალოცავს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.