საზოგადოება
23.06.2026 13:49
შალვა გოგოლაძემ შიდა ქართლში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
სპორტის მინისტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

შალვა გოგოლაძე გორში და კასპში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებს, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრაზე, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე იმსჯელეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ინვენტარით და სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა და უახლოესი დღეების განმავლობაში სპორტულ სკოლებს და დარბაზებს საჭირო ინვენტარი და სპორტული ეკიპირება გადაეცემათ.
კვირის ამბები