საზოგადოება
25.06.2026 11:11
ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე მძღოლობის კანდიდატებს მომსახურების სააგენტო სპეციალურ შეღავათს სთავაზობს
მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის თარიღი ემთხვევა ერთიანი ეროვნული, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდის თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.

შეღავათით სარგებლობისთვის მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - sagency@sa.gov.ge უნდა გააგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კანდიდატს გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება.
კვირის ამბები