

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს.
სააგენტოს თანამშრომლები საერთო სარგებლობის სივრცეებს აწესრიგებენ. ამჟამად, სააგენტოში დასაქებულებმა მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეები და შიდა ტერიტორიები მორეცხეს.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ფარგლებში, სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებში გამწვანების და დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლები საერთო სარგებლობის სივრცეებში დაზინებულ ინვენტარს აახლებენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი