საზოგადოება
25.06.2026 16:01
შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი შიდა ქართლში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.

სულხან თამაზაშვილმა დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და არსებული ვითარების, ასევე მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი საოკუპაციო ხაზთან განთავსებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოსაც ეწვია, სადაც დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, არსებულ ვითარებას გაეცნო.

სულხან თამაზაშვილთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მისი პირველი მოადგილე რონი მესხი, მოადგილეები გიორგი ბახუაშვილი, გაგა კირკიტაძე და შალვა თადუმაძე იმყოფებოდნენ.

კვირის ამბები