საზოგადოება
26.06.2026 16:13
სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“ ფინალში გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლა გადავიდა

სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“ ფინალისტთა ვინაობა ცნობილია.

ფინალისტთა შორის მუნიციპალიტეტის ოთხი - გორის №9, №11, სოფლების - ფლავის და ქვემო სობისის საჯარო სკოლების ეკოკლუბები დასახელდნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 126 სკოლა მონაწილეობდა. რაც შეეხება კონკურსის შინაარსს, მიმდინარე წლის საკონკურსო თემაა - „სიცოცხლის წყარო“.

„ნიკო კეცხოველის პრემია  სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია, რომლის ძირითადი მიზანია, უკეთ დავინახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგვიძლია განვახორციელოთ ცვლილებები და გავიუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები