საზოგადოება
29.06.2026 11:18
აძვში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი და ორი ავზი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება ქსელი და მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.
კვირის ამბები