საზოგადოება
29.06.2026 12:31
აღმზრდელებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება
საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნის და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო ხასიათის სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად, გორის №15 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა გორის №7, №20, სოფლების - ახალდაბის, გარეჯვრის, მერეთის და ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლეს და საჩვენებელი აქტივობა - „ზღვის სამეფო“ წარუდგინეს.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანს ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„აქტივობებში თითოეული ბავშვის ინტერესი და ინდივიდუალური საჭიროება იქნა გათვალისწინებული, რაც ყველა აღსაზრდელის აქტიურ ჩართულობას უწყობდა ხელს.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, თანამედროვე მიდგომები და ეფექტიანი პრაქტიკა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები