საზოგადოება
29.06.2026 15:13
Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს საავიაციო ბაზრის განვითარებას, ევროპასთან კავშირის გაძლიერებას და დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები