საზოგადოება
01.07.2026 12:04
„იდეიდან ინდუსტრიამდე: სამეწარმეო ლაბორატორია“ - გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით პროექტი ხორცილედება
გორის მუნიციპალიტეტის მერია ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის №7 საჯარო სკოლის პროექტს - „იდეიდან ინდუსტრიამდე: სამეწარმეო ლაბორატორია“ აფინანსებს.

პროექტში №7 და №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე №7 სკოლის ბაზაზე არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობენ. ახალგაზრდები მეწარმეობის ძირითად სახეებს, ეკონომიკური საქმიანობის საფუძვლებს, მცირე პროექტის შედგენის ელემენტებს, იდეის წარდგენის ფორმებს და იმ შესაძლებლობებს ეცნობიან, რომელთა გამოყენებით პირველი კაპიტალის მოძიებაა შესაძლებელი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგრანტო პროექტების სახეებს და ფორმებს, მცირე მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე იმ გზებს, რომლითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი პირველი ინიციატივის დაფინანსება მოიპოვონ.

„პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე შეიმუშაონ საკუთარი მცირე პროექტები და ამავდროულად მოამზადონ მარტივი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა გამოყენებასაც შემდგომ თანატოლებთან მუშაობისას შეძლებენ“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები