საზოგადოება
01.07.2026 15:17
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან, 2 ივლისიდან დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
კვირის ამბები