საზოგადოება
02.07.2026 11:26
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ დროისთვის, აბიტურიენტების ნაწილი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„პირველ სესიაზე 509 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. დაგვიანების შემთხვევა არ გვქონია და, შესაბამისად, ყველა მათგანი მუშაობს ტესტზე. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

შეგახსენებთ, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურშია გახსნილი.
კვირის ამბები