2026 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა. შედეგად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის (იანვარ-მაისის) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
„იანვარ-მაისში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტმა 3,107.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 66.1%-ით გაიზარდა.
2026 წლის მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 2025 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.