გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზამ 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები დაამატა.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისი თბილისიდან 06:30 საათზე შესრულდება და მგზავრები ბათუმში 11:39 საათზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი მატარებელი 14:10 წუთზე გავა და დედაქალაქში 19:14 საათზე იქნება.
მსურველებს ბილეთების შეძენა საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე კომპანიის აპლიკაციის, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეუძლიათ.