საზოგადოება
03.07.2026 12:57
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენის და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება
2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 ივლისს, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 507 აპლიკანტიდან ტესტზე 476 აბიტურიენტმა იმუშავა. საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
კვირის ამბები