საზოგადოება
06.07.2026 13:53
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერების და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა
„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1-ელი იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა.
კვირის ამბები