საზოგადოება
06.07.2026 13:54
არბოს საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას II, III, IV, V, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

დამსაქმებლის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს დადასტურებული შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია მუსიკაში, ფლობდეს შესაბამისი საგნის სწავლების გამოცდილებას და იცნობდეს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას.

უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელიც არა არის დასაქმებული სხვა სკოლაში.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1200-1500 ლარით განისაზღვრება.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი 30 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 15 სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები