კონსტანტინე ბუზალაძე „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებულ დავით ლომიძეს და კონკურსის მონაწილე ლუკა ბუთურიშვილს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებულ დავით ლომიძეს და კონკურსის მონაწილე ლუკა ბუთურიშვილს შეხვდა.
კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდა შემსრულებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, 10 წლის დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს წარადგენს. საერთაშორისო კონკურსი წელს მალტაში, 24 ოქტომბერს ჩატარდება.