საზოგადოება
10.07.2026 11:38
საერთაშორისო გამოფენაში - Fruit Logistica 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
საერთაშორისო გამოფენაში - Fruit Logistica 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 10 ივლისს დაიწყო და 24 ივლისის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას ხილის, ბოსტნეულის, კაკლოვანი კულტურების, სუნელების და სხვა, გამოფენის შინაარსის შესაბამისად მოქმედი კომპანიები შეძლებენ.

Fruit Logistica 2027 გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2027 წლის 3-5 თებერვალს გაიმართება.

საერთაშორისო გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.
კვირის ამბები