მარლენ ნადირაძე გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატს რატი შუშიაშვილს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატს რატი შუშიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც მარლენ ნადირაძემ აღნიშნა, საკრებულო კვლავაც მზად არის, ხელი შეუწყოს ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და სამოქალაქო აქტივიზმს ემსახურება.
ცნობისთვის, პროექტი - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივაა და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს განვითარებას.