გორის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება.
23 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (გორი, სტალინის №2 ), ხოლო 24 ივლისს სოფელ ფლავში (საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია) მოქალაქეები კვლევების ჩატარებას 10:00 საათიდან შეძლებენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ქალებისთვის); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (30-60 წლის ქალებისთვის); პროსტატის კიბოს სკრინინგი (50-70 წლის მამაკაცებისთვის); მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (50-70 წლის ასაკის ქალებისთვის და მამაკაცებისთვის), ასევე 18 წელს გადაცილებული პირებისთვის B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია - შიდსზე და ჰიპერტენზიაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მსურველებმა ვიზიტი ელექტრონულ მისამართზე: booking. moh. gov .ge უნდა დაჯავშნონ, ან დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 599 26 04 27; 592 95 01 50; 599 54 98 89; 599 74 30 47.