საზოგადოება
15.07.2026 12:38
10-11 წლის მოზარდებისთვის გორში საზაფხულო სკოლა იხსნება
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში საზაფხულო სკოლა იხსნება.

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა 10-დან 11 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდებს შეუძლიათ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მეცადინეობები კვირაში ოთხი დღე (ორშაბათი-ხუთშაბათი), 10:30-დან 12:30 საათამდე ჩატარდება.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა როგორც ელექტრონულად: docs.google.com/…/1FAIpQLSe9xz37udMqP…/viewform…, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (სუხიშვილის №20) შეუძლიათ. პროცესი 21 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.
„საზაფხულო სკოლის პროექტს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოსწავლეს მხოლოდ ერთხელ აქვს.

რაც შეეხება მიზანს, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კვირის ამბები