მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად კანდიდატებს დროის დაჯავშნა ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სერვისით სარგებლობა, ასევე შეეძლებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე ჩაბარებული აქვთ გამოცდის პირველი ეტაპი და არ უსარგებლიათ გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით.
დაინტერესებულ პირებს რიგის დაჯავშნა მომსახურების სააგენტოს აპლიკაციით - Service Agency და ვებგვერდის -
Sa.gov.ge საშუალებით შეუძლიათ.