საზოგადოება
16.07.2026 10:12
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდა

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ავიაკომპანია China Eastern Airlines რეისებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

„ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესის და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსურველებს ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ceair .com შეუძლიათ.

კვირის ამბები