2026 წლის იანვარი-ივნისში საქართველოდან 14.7 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 37%-ით (4.0 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 67%-ით (4.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
„2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობამ 24 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე მარკეტინგულ წელს ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 18.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია, სადაც მთლიანი ექსპორტის 95%-ზე მეტი გადის“, - აღნიშნულია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.