

ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ამ წუთებში, მოქალაქეები უწყვეტ ნაკადად პატივს მიაგებენ ტრაგიკულად გარდაცლილთა ხსოვნას. ავტოსაზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს ხვალ, 18 ივლისს, 14:00 საათზე, კვერნაქის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 13 ივლისს მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გარდაიცვალნენ. რაც შეეხება დაკავებულ მძღოლს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი