დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების მიღება დისტანციურადაა შესაძლებელი
დაწყებითი და საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების მიღება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი.
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - My. gov. ge-ის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია სახელობო განათლების სერტიფიკატის და 2009- 2010 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მოთხოვნა.
„დიპლომის და სერტიფიკატის დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ განაცხადი შემდგომი დამუშავებისთვის სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ გადაიგზავნება. მომსახურების დასრულების შემდეგ კი პასუხი მომხმარებელს ელექტრონულად გაეგზავნება.
სერვისით სარგებლობა მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია“, - აცხადებენ სააგენტოში.