საზოგადოება
21.07.2026 11:50
საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ
ივლისიდან, საქართველოს რკინიგზის ობიექტებს დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიიღეს.

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 818 თანამშრომლით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ხიდებს და გვირაბებს, დეპოებს, სარკინიგზო სადგურებს და სხვა ობიექტებს 24-საათიან რეჟიმში დაიცავს. ამასთან, 2026 წლის 3 ივლისიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციაში.
კვირის ამბები