საზოგადოება
22.07.2026 15:41
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯვრისხევში ხილის გადამმუშავებელ საწარმოს ეწვია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ხილის გადამმუშავებელ საწარმოს -შპს „ფი ემ გრუპი“ ეწვია.

დავით სონღულაშვილმა, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ხილის გადამუშავების პროცესს და კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე
სტანდარტებზე დაფუძნებულ აგრარული სექტორის განვითარებას შევუწყოთ ხელი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეთავაზებას. ჩვენი მიზანია, ქართულმა წარმოებამ ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო
ბაზრებზე“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ცნობისთვის, შპს „ფი ემ გრუპი“ წლიურად 1000 ტონა ხილის გადამუშავებას უზრუნველყოფს. საწარმოში მზადდება ჩირი, ხილის ჩიფსები, ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

საწარმოში მუდმივად 12 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონური სამუშაოების პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 40-მდე იზრდება.
კვირის ამბები