საზოგადოება
24.07.2026 14:33
მეღვრეკისის საჯარო სკოლა ვაკანსიას აცხადებს
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

დამსაქმებლის გამოქვეყნებული განცხადებით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 760-800 ლარით განისაზღვრება.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teacherjobs. ge და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. განაცხადის გაკეთების ვადა კი 31 აგვისტოს ეწურებათ.
კვირის ამბები