თქვენი ცხოველის დაცვა, თქვენი ჯანმრთელობის დაცვასაც ნიშნავს - სეს-ი მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვის დასაცავად საპრევენციო ღონისძიებებისკენ მოუწოდებს
თქვენი ცხოველის დაცვა, თქვენი ჯანმრთელობის დაცვასაც ნიშნავს, - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მსხვილფეხა პირუტყვის დასაცავად საპრევენციო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაერთი დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები აქტიურდებიან. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიში ტკიპა და მისი ნაკბენისგან გამოწვეული ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაა, რომელიც ადამიანისთვის ლეტალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ტკიპები, ხშირად, შეუმჩნევლად აზიანებენ ცხოველს, თუმცა, შესაძლოა, საშიში დაავადებების გადამტანები იყვნენ. სწორედ ამიტომ, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, განსაკუთრებით მსხვილფეხა პირუტყვის, დროული დამუშავება აუცილებელია.
„არ დაელოდოთ ტკიპების გამოჩენას, რადგან რეგულარული დამუშავება და პრევენცია ამცირებს როგორც ცხოველის დაინფიცირების, ისე ადამიანზე დაავადებების გავრცელების რისკს. იზრუნეთ ცხოველებზე დროულად და დაიცავით საკუთარი ჯანმრთელობა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.