

არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი ,,ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო, მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე“, - აღნიშნავს დეპუტატი.