საზოგადოება
30.07.2026 11:31
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო და სანიაღვრე არხები იწმინდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, არხები დანალექი გრუნტის და მცენარეული ნარჩენებისგან უკვე გაიწმინდა სოფლებში: ხიდისთავი, არაშენდა, ზემო და ქვემო ნიქოზი, ტყვიავი, სათემოში, მერეთი, კარალეთი, მეჯვრისხევი, თედოწმინდა, ზერტი და ვარიანი. გარდა ამისა, სავარგულებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდა მუმლაანთკარსა და თედოწმინდაში.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები გორში საერთო სარგებლობის სივრცეებსაც აწესრიგებენ. სპორტულ მოედნებსა და სკვერებში ამორტიზებული სკამების, სანაგვე ურნების, საბავშვო ატრაქციონების და სპორტული ტრენაჟორების აღდგენა-განახლება ხორციელდება.
კვირის ამბები