გორის მერის მოადგილე მუნიციპალიტეტის სასკოლო საბჭოს წევრებს და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე მუნიციპალიტეტის სასკოლო საბჭოს წევრებს და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს. გარდა ამისა, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
თორნიკე ფხაკაძემ ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერის, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის და მუნიციპალიტეტს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა.
ასოციაციის წარმომადგენლებმა ახალგაზრდული საბჭოების განვითარების, გამოცდილების გაზიარების, მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.